ლუბრიკანტები ანალური სექსისთვის

lubrikantiანალური სექსისთვის ჩვეულებრივი ლუბრიკანტი არ გამოდგება. სპეციალური ანალური ლუბრიკანტები არამარტო ატენიანებენ, არამედ გაუმტკივარების ეფექტიც აქვთ იმისათვის, რომ მოხდეს მგრძნობელობის შემცირება და უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობა. ლუბრიკანტები არსებობს საცხის, გელის და სპრეის ფორმით.
თუ გეგმავთ სექსუალური სათამაშოების გამოყენებას, მაშინ ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციას, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ ის თავსებადია ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ნივთებთან. თუ სექსის დროს პარტნიორთან იყენებთ პრეზერვატივს, მაშინ თქვენთვის შესაფერისი იქნება ლუბრიკანტი წყლის ბაზაზე.
თუ ალერგიულები ხართ, სჯობს ახალი ლუბრიკანტი წინასწარ გამოსცადოთ კანის პატარა ნაწილზე და დააკვირდეთ რეაქციას 30 წუთის მანძილზე.